საქართველოში ყველაზე საშიში გველი ”გიურზა”




გიურზა წარმოადგენს დიდი ზომის გველს, გამოწეული ცხვირით და ასევე მკვეთრად წანოწეული საფეთქლის ძვლებით. თავის ზედა ნაწილი დაფარულია ნეკნების მსგავად განლაგებული ქერცლით. თვალებს ზემოთ არსებული ქერცლი უფრო წვრილია. მსხვილი, მოქნილი სხეული შეფერილია მონაცრისფრო-ქვიშისფრად ან მოწითალო-მოყავისფროდ. ხერხემლის გასწვრივ გასდევს გვერდებისაკენ გადახრილი მუქი, მურა ფერის, ან ნარინჯისფერი ლაქები. სხეულის გვერდებზე განლაგებულია უფრო წვრილი მუქი ლაქები. თავის ქალა ერთფეროვანია, ნახატების გარეშე. სხეულის ქვედა ნაწილი ღია ნაცრისფერია, ალაგ-ალაგ წვრილი, მუქი ლაქებით. შეფერილობის საერთო ფონი ძალზედ ვარირებადია. ხანდახან გვხვდება მთლიანად ერთფეროვანი ეგზემპლარებიც. მდედრები სიგრძეში 1-3, ხოლო მამრები - 1,6 მეტრს აღწევენ.

საცხოვრებელი არეალის მიხედვით გიურზა გვხვდება: მთის ნაპირებში, მთის ნაპრალებში და ფერდობებზე, ბუჩქნარებში, ასევე მდინარის ნაპირებთან. ეს გველი არასდროს არ სახლობს ზღვის დონიდან 1500 მ-ზე უფრო ზემოთ. ძალიან კარგად ეგუება დამუშავებულ ნიადაგებს, სარწყავი არხების ნაპირებს, ბაღ-ვენახებს, შეიძლება შევხვდეთ სოფლების განაპირასაც. დასამალად იყენებს მღრღნელების სოროებს, მიწის ნაპრალებს, კლდის ნაპრალებს, იმალება ქვების ქვეშ და ა.შ. წლის განმავლობაში გიურზამ შესაძლოა გააკეთოს რამდენიმე მიგრაცია. ეს თვისება განსაკუთრებით ახასიათებთ მთის ფერდობებზე მცხოვრებ სახეობებს. ზამთრის სემდგომ, კლდეების ნაპრალებში შესაძლოა შევხვდეთ მათ ყრილობას. ზაფხულის სეზონში ისინი მთებიდან ქვემოთ ჩამოდიან და ვხვდებით მდინარეების ნაპირებზე. ზაფხულის ბოლოს ისინი ტავს იყრიან წყალსატევების ნაპირას, იკლავენ წყურვილს და ნადირობენ ფრინველებზე და წყალსატევის გარშემო მობინადრე ცხოველებზე. წლის ყველაზე ცხელ პერიოდში გიურზები უშუალოდ ჩადიან წყალსატევებში და სვამენ დიდი რაოდენობით წყალს. ზამთრის შემდგომ ჩნდებიან მარტ-აპრილში. ამ დროს ისინი თბებიან მზეზე, თუმცა ნადირობას უცბად არ იწყებენ. ადრე გაზაფხულზე დღის ცხოვრებით ცხოვრობენ, ღამე შედიან სოროებში. ტემპერატურის მომატებასთან ერთად გადადიან ღამის ცხოვრებაზე, შემოდგომაზე კი ისევ დღის ცხოვრებას უბრუნდებიან. ჩვეულებრივ 1 ჰა-ზე გვხვდება 4 გველი, ზოგჯერ 20-მდე.


შეწყვილება ხდება აპრილ-მაისში, შემოდგომაზე კი იბადებიან წიწილები. ჩრდილო აზიაში გავრცელებული გიურზა კვერცხისმდებია. გამოჩეკვა ხდება 40 დღეში. იბადება 15-20 წიწილა. ახალდაბადებულები სიგრძეში - 24 სმ. აღწევენ და იწონიან - 24 გრამს.

შხამის შემადგენლობა და მოქმედება [რედაქტირება]

გიურზას შხამი შეიცავს ფერმენტებს, რომლებიც შლიან სისხლის წითელ ბურთულებს და სისხლძარღვის კედელს. ვითარდება ძლიერი კანქვეშა და შინაგანი ორგანოების შეშუპება, სისხლჩაქცევები, სისხლისდენა, გულისა და თირკმელის ფუნქციის მოშლა. ვითარდება დიდი ზომის ჰემორაგიული შეშუპებები, შხამი იწვევს სისხლის შემადედებელი სისტემის მოშლას. ნაკბენის გარშემო აღინიშნება ძლიერი ტკივილი, ვიტარდება ქსოვილის ნეკროზი, იწყება თავბრუსხვევა, პირღებინება. მისი ნაკბენი სასიკვდილოა ადამიანისა და ცხოველებისათვის.








გიურზა შეტანილია საქართველოს წითელ წიგნში, რადგან შეიცავს ძვირფასი თვისებების მქონე შხამს. ეს კი უდავოდ გვაფიქრებინებს, რომ იგი დაცვას საჭიროებს.









No comments:

Post a Comment