ევოლუციის პროცესში, გველების საჭმლის მომნელებელ სისტემაში განვითარდა განსაკუთრებული ცვლილებები, რაც საშუალებას აძლევთ მათ გადაყლაპონ დიდი ზომის ნადავლი: ჩამოყალიბდა შხამიანი აპარატი, რაც განაპირობებს მსხვერპლის დადამბლავებას (მოძრაობის უნარის დაკარგვას). ქვედა ყბა ზედა ყბას შეიძლება დაშორდეს 90 გრადუსიანი კუთხით (მაქს. 150 გრადუსი), ამის გარდა არსებობს სპეციალურ კავშირები, რაც საშუალებას აძლევს გველს ყბის თითოეული ნაწილი დააშოროს ერთმანეთს, სწორედ ამიტომ შეუძლია მას საკუთარ თავის ქალაზე გაცილებით დიდი და მსხვილი ნადავლი გადაყლაპოს. გველის ნერწყვის შხამიანობა განპირობებულია საჭმლის მომნელებელი ფერმენტების სიჭარბით. ევოლუციის პროცესში, ზედა ყბის სანერწყვე ჯირკვლებმა დაიწყეს შხამის სეკრეტის (ნერწყვის) გამოყოფა. ზოგიერთი კბილი, რომელიც მდებარეობდა ზედა ყბის უკანა, ან წინა ნაწილში გაიზარდა. მის წინა ზედაპირზე (წვერზე) გაჩნდა ხვრელი, საიდანაც გამოიყოფა შხამი. შხამიანი ჯირკვლები მოთავსებულია ზედა ყბაზე, თვალის უკან. შხამიან კბილს შეუძლია მოძრაობა 90 გრადუსიანი კუთხით. პირის დახურვისას შხამიანი ეშვები არის ჰორიზონტალურ მდგომარეობაში, გახსნისას - ვერტიკალურ. პირის გაღების დროს ყბის კუნთები იკუმშება, აწვება შხამიან ჯირკვლებს, საიდანაც შხამი სპეციალური არხით გადადის შხამიან ეშვებში, იქიდან კი - მსხვერპლის სხეულში.
მკურნალობა
მკურნალობის ყველაზე გავრცელებული მეთოდი არის შხამსაწინააღმდეგო პრეპარატების გამოყენება, ანუ სეროთერაპია. არსებობს შრატი — ანტიგიურზა, ანტიკობრადა სხვ.
უსაფრთხოების წესები
- არ მიუახლოვდეთ გველებს.
- იხმარეთ მაღალყელიანი ფეხსაცმელი იმ ადგილას, სადაც გველები ბინადრობენ.
- მოერიდეთ ხშირ ბალახიან ადგილებსა და თხრილებს.
- ღამით ისარგებლეთ ფანარით. გაითვალისწინეთ, რომ გველები აქტიურები არიან თბილ ღამეებში.
- ებრძოლეთ მღრღნელებს, რომლებიც ჩვენს ახლოს ბინადრობენ, რადგან ისინი გველების საყვარელ საკვებს წარმოადგენენ.
- ერიდეთ ღამის გათევას ფუღუროიან ხეებთან, გამოქვაბულებში, დამპალ კუნძებთან...
- თუ გამოიღვიძებთ და თქვენს საწოლში დაინახავთ გველს შეეცადეთ არ გააკეთოთ მკვეთრი მოძრაობები და დაუცადეთ როდის წავა იგი.
No comments:
Post a Comment