Thursday, November 15, 2012

ქამელეონი



ქამელეონების უმრავლესობა ხეზე ცხოვრების წესს ეწევა და მხოლოდ გამონაკლისის შემთხვევაში ჩამოდის მიწაზე.. არის ზოგიერთი სახეობა, რომელიც მუდმივად ცხოვრობს ხმელეთზე – სოროებში ან ჩამოცვენილ ფოთლებზე. ცნობილია შემთხვევები, როცა ისინი საცხოვრებლად ჭიანჭველის ბუდეს იყენებდნენ.
გარეგნული ნიშნები. მამრი სხეულის ფორმით, შეფერილობითა და განსაკუთრებული კანის დანამატებით მკვეთრად განსხვავდება მდედრისგან. ფეხები იმას უფრო გრძელი აქვს, მისი ურთიერთსაპირისპიოდ განლაგებული თითები ბოლოვდება მოკლე ფრჩხილებით, გარდა ერთი თითისა ( ბოლოს წინა). ყველა თითი ერთ კანის ნოჭშია ჩასმული. ასეთი ფალანგების აგებულება საშუალებას იძლევა ადვილად მოეჭიდოს წვრილ ტოტსაც კი. (ერთ კანის ნაოჭში გაერთიანებულია 2–2 ან 3–3 თითი) წინა კიდურებზე ამგვარად გაერთიანებული თითები მოთავსებული შიდა მხარეზე, ხოლო უკანა კიდურებზე – გარეთა მხარეზე. ქამელეონს აქვს მსხვილი კუდი და შეუძლია სპირალურად დაეხვიოს და ტოტზე შემოეხვიოს. მხოლოდ ზოგიერთ სახეობას არ აქვს ამის შესაძლებლობა მოკლე კუდის გამო.
სხეულის ზომა. ყველაზე დიდი ქამელეონის სხეულის სიგრძე, რომელიც მადაგასკარზეა გავრცელებული 50 სმ–ს აღწევს. მისი მონათესავე სახეობების სიგრძე კი ბევრად პატარა (მაგ. 40–45 მმ) ანუ ისინი არიან ყველაზე პატარებია ამჟამინდელ ქვეწარმავლებს შორის.


   გრძნობათა ორგანოები.განსაკუთრებული აგებულებისაა მათი მხედველობის ორგანოები. მათი დიდი, მრგვალი თვალები გარშემოსაზღვრულია ვიწროქერცლიანი რგოლოვანი ქუთუთოთი. თვალის ყველა დანარჩენი ნაწილი მუდმივად ჩამალულია კანის ქვეშ და გარედან არ ჩანს. ორივე თვალი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მოძრაობენ. ასევე, ორივეს შეუძლია თავისუფლად იბრუნოს 180 0 –ით ჰორიზონტალურ სიბრტყეში, ხოლო 900–ით ვერტიკალურ სიბრტყეში. სწორედ თვალის ამგვარი აგებულების გამო, ქამელეონს მჯდომარე მდგომარეობაში შეუძლია ერთი თვალით იყუროს ზევით, ხოლო მეორე თვალით იყუროს ქვევით. ასე, რომ ცხოველს ხშირად საშუალება აქვს თავის გაუნძრევლად უთვალთვალოს ყველაფერეს რაც მის გარშემო ხდება.
    ქამელეონებს არ აქვთ ყურის ბარაბანის აპკი, რის გამოც არ შეუძლიათ ჰაერში გავრცელებული ხმები მიიღონ. ე.ი.სმენა არ აქვთ განვითარებული.
    ასევე საინტერესოა ქამელეონების მაღალგანვითარებული ენა. მას აქვს მრგვალი გვერდითი კვეთი. გარეთ გამოსროლილი ენის სიგრძე რამდენადმე აღემატება სხეულის სიგრძეს. ენა საკმაოდ ელასტიურია, რაც დაკავშირებულია მოძრავი ცოცხალი მსხვერპლის დაჭერასთან.


  ქრომატოფორები – განშტოებული უჯრედები, რომლებშიც მოთავსებულია სხვადასხვა ფერის ( მუქი ყავისფერი, მოწითალო, მოყვითალო) პიგმენტები. შეფერილობის ცვალებადობა განპირობებულია, როგორც გარეგანი გამღიზიანებლების ზემოქმედებით, ასევე შიმშილის, შიშის, წყურვილის და სხვა ფაქტორებით. როგორც წესი ქამელეონის შეფერილობა ჰარმონიულად შეწყობილია გარემოსთან, ეს კი იცავს მას მრავალრიცხოვანი მტრისაგან .
არცთუ იშვიათად ქამელეონის შეფერილობა დაკავშირებულია მუქარის დემონსტრირებასთან, რაც მათთვის მტრისგან , ერთერთი თავდაცვის ფორმაა. გაბრაზებული ან შეშინებული ქამელეონი ელვისებური სისწრაფით იცვლის შეფერილობას.
ქამელეონის ყბები შეიარაღებულის სხვადასხვა ზომის კბილებისგან. ქამელეონს არ აქვს ლავიწის ძვალი. მათი ფილტვები აღჭურვილია მცირე გამონაკლისის გარდა საჰაერო პარკებით, ჰაერით გავსების შემთხვევაში ტანის მოცულობა საგრძნობლად იზრდება.

  ქამელეონები მოძრაობენ საკმაოდ ნელა და თავისებურად. ხმელეთზე ქამელეონის უმეტესობა უხეშად მოძრაობს განზე გაწეული (გაფარჩხული) და საყრდენად გამოიყენებენ კუდს. ისინი წყალში არ იძირებიან, მაგრამ არც მოძრაობა შეუძლიათ.

  კვება. ქამელეონის საკვები არის სხვადასხვა გვარი მწერები და წვრილი უხერხემლოები. მხოლოდ ყველაზე დიდ ქამელეონს – მელერს - შეუძლია საშუალო ზომის ჩიტების ხვლიკების ჭამა. საკვების მოპოვების ძირითადი ხერხი არის გარეთ გამოსროლილი ენის მეშვეობით მსხვერპლის დაჭერა . ნადირობისას ქამელეონი არ უთვალთვალებს მსხვერპლს. სათანადო მანძილზე აღმოჩენისთანავე ადგილიდანვე იჭერს მსხვერპლს. იგი ელვისებური სისწრაფით გამოისვრის ენას, ნადავლის მოპოვებას ანდომებს 0.04–0.05 წმ–ს ენას ასევე იყენებს ცვარის ასალოკად.

     გამრავლება. გამრავლების პერიოდში მამრი ძალიან აგრესიულია. ქამელეონების უმრავლესობა კვერცხისმდებელია. გამონაკლისია აფრიკის მთიან ტყეებში მობინადრე სახეობა, რომელიც ცოცხალმშობიარეა. ისინი ბადებენ 18–მდე მცირე ზომის ლორწოვანი გარსით დაფარულ ,,ნაშიერებს“, სადმე ხის ტოტზე და ეკვრიან ხის ქერქს. ჩვეულენრივ, მდედრი ხმელეთზე თხრის საკმაოდ დიდი ზომის ორმოს და რამდენიმე სთ–ის განმავლობაში შიგ ალაგებს პერგამენტისებრი გარსით შეფერილ კვერცხებს, რომელთა რაოდენობა სხვადასხვა სახეობებში მერყეობს 15–80–მდე . მდედრი ამ რთული სამუშაოს შესრულებისას არ იკვებება და მერე დიდხანს ისვენებს.
                                  თავისებური მოვლენაა ,,ქამელეონების ცეკვა“
ტოტზე ან ხმელეთზე ყოფნისას ქამელეონი რაღაც დროის განმავლობაში შეშდება და ძალიან ნელა ამოძრავებს თვალებს. შემდეგ ჰაეროვნად ჰაერში აწევს ჯერ წინა და შემდეგ უკანა კიდურებს და რიტმულად იწყებს რხევას წინ და უკან. გადადგამს ნაბიჯს და კვლავ შეშდება. შემდეგ ქამელეონი მეორე წინა კიდურს წევს და იმეორებს ყველაფერს თავიდან. ამ დროს თვალებს სულ ამოძრავებს წინ–უკან, ზევით–ქვევით. ასეთი ცეკვების მნიშვნელობა ჯერ კიდევ კიდევ სრულად არ არის შესწავლილი, მაგრამ როგორც ჩანს სხეულის ამ მოძრაობას განსაკუთრებული სასიგნალო ფუნქცია აქვს.



ნიანგი



     ნიანგები (Crocodilia), ქვეწარმავალთა რიგი. მათი სიგრძე 2-5 მ, იშვიათად (ნილოსის ნიანგებიქედიანი ნიანგები) 6 მ აღწევს. აქვთ გრძელი, გვერდებიდან შებრტყელებული კუდი, წაგრძელებული დინგი, მოკლე ფეხები, უკანა კიდურების თითებს შორის დაჭიმულია საცურაო აპკი. ნესტოები და თვალები (ვერტიკალური გუგით) ზემოთაა აწეული, რაც მათ საშუალებას აძლევს წყლიდან მხოლოდ თვალები და ნესტოები ამოყონ. ნესტოები და ყურის ხვრელები დაცულია სარქვლებით. სხეული, კუდი და კიდურები დაფარულია სწორკუთხოვანი რქოვანი ფარებით. ცხვირ-ხახა გამოყოფილია პირის ღრუსაგან მეორეული ძვლოვანი სასით. „მუცლის ნეკნები“ აქვთ, ლავიწი — არა. თავის ტვინი საკმაოდ განვითარებულია. გამოირჩევიან კარგი სმენით და მხედველობით. გულის პარკუჭები მთლიანად გადატიხრულია, მაგრამ აორტის რკალები ერთმანეთთან ხვრელითაა დაკავშირებული, რის გამოც არტერიული და ვენური სისხლი ერთმანეთს ერევა. საშარდე ბუშტი არა აქვთ. ფილტვები კარგადაა განვითარებული. ენა უძრავია. კონუსური კბილები ფოსოებშია ჩამჯდარი. ნიანგები გავრცელებულია ტროპიკულ სარტყელში. შეუძლიათ ერთი წყალსატევიდან მეორეში დიდ მანძილზე გადასვლა. აქტიურები არიან ღამით. იკვებებიან უმთავრესად თევზებით, წყლის სხვა ცხოველებით, ტანად დიდი ნიანგები თავს ესხმიან დიდ ცხოველებს (რქოსან პირუტყვსაც კი) და ადამიანს (განსაკუთრებით საშიშია ქედიანი ნიანგები). დედალი ნიანგები ქვიშაში (უმთავრესად მეჩეჩზე) დებს 20-100 მკვრივნაჭუჭიან კვერცხს, ცოცხლობენ 80-100 წელს. ნიანგების ხორცს საკვებად იყენებენ, ტყავს — სხვადასხვა საგალანტერეო ნაკეთობის დასამზადებლად. ამჟამად ნიანგები საგრძნობლად განადგურებულია. არსებობს თანამედროვე ნიანგების 21 სახეობა, რომელიც გაერთიანებულია 3 ოჯახში: გავიალებინამდვილი ნიანგები და ალიგატორები.


http://ka.wikipedia.org

კუ




       კუები (Testudines) — ქვეწარმავალთა რიგი. სხეული მოქცეული აქვთ ძვლოვანი ჯავშანში, რომელიც შედგება ამობურცული ზურგის ბაკანისა ანუ კარაპაქსისაგან და უფრო ბრტყელი მუცლის ფარის ანუ პლასტრონისაგან. ორივე ფარი ერთმანეთთან მოძრავად ან უძრავადაა დაკავშირებული. ჯავშანს ქმნის მალების გაფართოებული წარზიდული მორჩები და ნეკნები, აგრეთვე კანის გაძვალებანი. ლავიწი და მკერდის ძვალი შესულია მუცლის ფარის შედგენილობაში. კუების უმრავლესობას ჯავშანი დაფარული აქვს რქოვანი ფირფიტებით, ან ფარებით, ზოგიერთებს — კანით. კბილები არა აქვთ, ყბების ბოლოები დაფარულია რქოვანი შალითით. კისერი მოძრავია. აქვთ 2 ანალური ბუშტი, რომელიც წყლით ივსება და გამოიყენება დამატებითი სუნთქვის ორგანოდ (წყლის ფორმებში), არგეთვე გრუნტის დასარბილებლად კვერცხის დების დროს. კიდურების კუნთები კარგად აქვთ განვითარებული, ტანისა კი თითქმის გამქრალია. ზურგის ტვინი უკეთესად არის განვითარებული, ვიდრე თავისა. გრძნობის ორგანოებიდან ყველაზე კარგადაა განვითარებული ყნოსვის, გემოვნებისა და შეხების ორგანოები. ტანად ყველაზე დიდია კუების ზღვის ფორმები (სიგრძე 2 მ, მასა 400 კგ აღწევს). თანამედროვე კუებს ყოფენ 4 ქვერიგად და 250-მდე სახეობად. ყოფილ სსრკ-ში გვხვდება 7 სახეობა: შორეულაღმოსავლური კუები (Trionyx sinensis), კასპიური კუები (Clemmys caspica), ჭაობის კუები (Emys orbicularis), ხმელთაშუაზღვის კუები (Testudo graeca), შუააზიური კუები (Testudo harsfieldi). ამათგანსაქართველოში 3: ხმელთაშუა ზღვის კუები — გავრცელებულია აღმოსავლეთ საქართველოს ველისა და ნახევრად უდაბნოს ზონაში, ჭაობის კუები — გვხვდება მთელი საქართველოს წყალსატევეებში, კასპიური კუები - ბინადრობს აღმოსავლეთ საქართველოს წყალსატევებში (ხშირად ჭაობის კუებთან ერთად).
კუები გავრცელებულია ყველა კონტინენტზე (გარდა ანტარქტიდისა). ყველაზე ბევრია ტროპიკებში, ცივ სარტყელში არ გვხვდება. კუების ნარილი ხმელეთზე ბინადრობს. ზღვის ფორმის შებრტყელებული კიდურები ფარფლებს მოგვაგონებს. ზოგი სახეობა ნახევრად წყლის ცხოვრების ნირს ეწევა. ხმელეთის კუები იკვებება ძირითადად მცენარეულობით, წყლის ფორმები — ცხოველებით (უხერხემლოებითევზები). ყველა კუ კვერცხმდებია, დებს 1-160 კვერცხს. კუები დიდხანს ცოცხლობს, ზოგი ფორმა 200 წელს და მეტს ძლებს. კუს ხორცსა და კვერცხს მაღალი საკვები ღირებულება აქვს. ჯავშნისაგან ამზადებენ სხვადასხვა ნაკეთობას.

ხვლიკი






    ზღვის ხვლიკი (Amblyrhynchus cristatus), ქვეწარმავალი იგუანასებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძე 140 სმ აღწევს. გვერდებიდან შებრტყელებული კუდი და თითებს შორის საცურაო აპკი აქვს. ზურგსა და კუდზე წვეტიანი და წაგრძელებული ქერცლის ტროპი გასდევს. ზღვის ხვლიკი გალაპაგოსის კუნძულების ენდემია. ბინადრობს ზღვის მოქცევის ზოლში. დროის უმეტეს ნაწილს წყალში ატარებს, კარგად დაცურავს. იკვებება წყალმცენარეებით. ერთადერთ თანამედროვე ხვლიკია, რომელიც საკვებს ზღვაში მოიპოვებს. ახასიათებს პოლიგამია — გამრავლების პერიოდში ზღვის ხვლიკები ქმნიან ჯგუფებს, რომლებიც 2-10 დედლის, ახალი თაობისა და ერთი მამლისაგან შედგება. დებს 1-3 კვერცხს.



http://ka.wikipedia.org

ყველაზე საშიში


1) Black Mamba
შხამი-9 (10)
სწრაფი სიკვდილი-9 (10)
ხასიათი-8 (10)
აგრესიულობა-8 (10)
ჯამი-34








2)Russel Viper
შხამი-7 (10)
სწრაფი სიკვდილი-10 (10)
ხასიათი-8 (10)
აგრესიულობა-8 (10)
ჯამი-33












3)Egyptian Cobra
შხამი-6 (10)
სწრაფი სიკვდილი-8 (10)
ხასიათი-10 (10)
აგრესიულობა-7 (10)
ჯამი-31










4)The Mozambique Spitting Cobra
შხამი-7 (10)
სწრაფი სიკვდილი-5 (10)
ხასიათი-5 (10)
აგრესიულობა-10 (10)
ჯამი-27










5)Crotalus adamanteus
შხამი-6 (10)
სწრაფი სიკვდილი-7 (10)
ხასიათი-6 (10)
აგრესიულობა-7 (10)
ჯამი-26












6)Inland Taipan
შხამი-10 (10)
სწრაფი სიკვდილი-3 (10)
ხასიათი-7 (10)
აგრესიულობა-3 (10)
ჯამი-23







7)Australian Brown Snake
შხამი-9 (10)
სწრაფი სიკვდილი-3 (10)
ხასიათი-6 (10)
აგრესიულობა-4 (10)
ჯამი-22




8)Tiger Snake
შხამი-6 (10)
სწრაფი სიკვდილი-4 (10)
ხასიათი-7 (10)
აგრესიულობა-3 (10)
ჯამი-20











9)Python
შხამი-0 (10)
სწრაფი სიკვდილი-1 (10)
ხასიათი-10 (10)
აგრესიულობა-7 (10)
ჯამი-18













10)The Common Death Adder
შხამი-7 (10)
სწრაფი სიკვდილი-1 (10)
ხასიათი-5 (10)
აგრესიულობა-1 (10)
ჯამი-15














http://ka.wikipedia.org